სტერლიტამაკში სკოლის მოსწავლე, რომელიც კლასში შეიჭრა, თანაკლასელ გოგოს და მასწავლებელს დანით დაესხა თავს, “კოლუმბაინერის” ფანატი იყო. – ამის შესახებ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს. შეგახსენებთ, “კოლუმბაინერებად” მოიხსენიებენ ერთმანეთს ამერიკელ ახლაგაზრდა ჯგუფის წევრები მას შემდეგ, რაც 1999 წელს კოლორადოს შტატში “კოლუმბაინის” სკოლაში თავდასხმის შემდეგ, რომლის დროსაც 13 ადამიანი დაიღუპა. ამ დაჯგუფების ლიდერები არიან ერიკ ჰარისი და დილან კლიბოლდი.
საზარელი შემთხვევა მოხდა რუსეთში, კერძოდ სტერლიტამაკში. ადგილობრივი სკოლის მოსწავლე დანით თავს დაესხა თანაკლასელ გოგონას და მასწავლებელს. ამის შემდეგ, მან სკოლის შენობას ცეცხლი წაუკიდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სასწრაფო დახმარება და სახანძრო მანქანები. ამის შესახებ ინფორმაციას პოპულარული რუსული ონლაინ-გამოცემა “გაზეტა რუ” ავრცელებს.
“2 წლის განმავლობაში სკოლაში მჩაგრავდნენ. მშობლებს ყველაფერი ეკიდათ. ჩემი ფსიქიკა მოშლილია. არავის უნდა რომ დამეხმაროს. მე არ მაქვს ტალანტი და არაფერი შემიძლია, გარდა იმისა, რომ მოვკლა. ჩემი არავის სჯერა. ჩემში კი ისეთი ზიზღია, რომ გაჩერება შეუძლებელია. მე კიდევ 30 ადამიანის მოკვლას ვაპირებ და ვაპირებ სკოლა ავაფეთქო” – ციტირებს გამოცემა ეჭვმიტანილი ბიჭის წერილს.
როგორც რუსული გამოცემა წერს, მომხდარის შემდეგ სკოლის ბიჭმა თავის მოკვლა სცადა. რას ამბობე თვითმხილველები და რეალურად რა მოხდა სტერლიტამაკში, იხილეთ ამ ლინკზე.