დღეს, 2019-2021 წლების ვადით ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს შეხვედრაზე საქართველო არჩეულ იქნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს Twitter-ის გვერდზე ვკითხულობთ.
საბჭოს წევრთა არჩევნებში რეგიონული პრინციპის მიხედვით გათვალისწინებული იყო 17 ადგილი.
საქართველო აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფისთვის გამოყოფილი ორი ვაკანტური ადგილიდან ერთ-ერთზე. ხოლო საქართველოს წევრობის სამწლიანი მანდატი 2019 წლის 1 იანვარს იწყება.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 41 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და მის ფუნქციაა ქალთა ორგანიზაციის საქმიანობის ხელშეწყობა წევრი ქვეყნების წინაშე მდგარი გამოწვევებისსთვის.
საქართველო პირველად გახდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი.


