საქართველოში მშვიდობის კორპუსის 68 ახალი მოხალისე ჩამოვიდა და ქვეყანაში 2 წლით დარჩებიან. მათ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი დახვდა.
მოვალეობის შესრულებამდე, მოხალისეები 11-კვირიან ტრენინგს გაივლიანდა შეისწავლიან ქართულ ენას, კულტურასა და პროექტთან დაკავშირებულ უნარებს. მათ ქართული ოჯახები უმასპინძლებენ. ტრენინგის შემდეგ მოხალისეები საქართველოს თერთმეტი რეგიონის ქალაქებსა და სოფლებში გადანაწილდებიან. მათი ძირითადი საქმიანობა სკოლებში ინგლისური ენის სწავლება იქნება.
ეს ჯგუფი რიგით მეთვრამეტე იქნება. შეგახსენებთ, რომ მოხალისეთა პროგრამა საქართველოში 2001 წელს დაიწყო და ამ დრომდე პროექტის ფარგლებში ქვეყანას 815 ადამიანი ესტუმრა.
მშვიდობის კორპუსი პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ 1961წელს დაარსა მსოფლიოში მშვიდობისა და მეგობრობის ხელშეწყობის მიზნით.

