ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალებზე, პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებშუი, ფიქრია ჩიხრაძე „ტვ პიველის“ ეთერში საუბრობს და აღნიშნავს, რომ უმრავლესობა და „ევროპული საქათველო“ ცდილობს ხელების ფშვნეტით პასუხისმგებლობა პრეზიდენტს სრულად დააკისროს.
„დღეს ხმაშეწყობილი ისმოდა უმრავლესობისა და ოპოზოიციური პარტიების აზრი, რომ თითქოს მარგველაშვილმა ამით ყურადღების გადატანა სცადა რაიმე სხვა საკითხზე. ამ ძალინ ტრაგიკულ შემთხვევასთან, რომლის გამოც საზოგადოება არის შოკირებულები, პრეზიდენტი აღმოჩნდა ის ერთადერთი პოლიტიკური ფიგურა, რომელმაც გამოთქვა ძალიან მძაფრი სინანული და სინანულთან ერთად აიღო პასუხისმგებლობა და გუშინ აბსოლუტურად ყველა კითხვას გასცა პასუხი.
ისმოდა კომენტარები, რომ მან დამნაშავე შეიწყალა და გამოუშვა ციხიდან მინდა გითხრათ რომ ციხეში დამნაშავეები არიან.
უმთავრესი საკითხია, რომ პატიმარს კალენდარული დანაშაული, რომელიც ჩაიდინა ბაქრაძემ, ყველა გაგებით ამოიწურა 2017 წელს, მიუხედავად იმისა შემცირდებოდა ვადა თუ არა. „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა რომელიც ძალიან კარგად ერკვევა სამართლებრივ საკითხებში ეს უნდა სცოდნოდა და ხელისუფლებასთან ხმაშეწყობილებს არ უნდა ესაუბრათ ხელებისფშვნეტით და პრეზიდენტისთვის არ დაებრალებინათ ყველაფერი“- განაცხადა პრეზიდენტის პოლიტიკური საკითხების მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოსა“ და უმრავლესობის გაერთიანების შესაძლო ვარიანტზე გიორგი აბაშიშვილმა ისაუბრა.