aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოხანაშვილი: “საკონსტიტუციო უმრავლესობას არ სჭირდება გარიგება რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრეზიდენტის ადმინისტრციის განცხადებას, რომელიც ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირებასთან დაკავშირებით გაკეთდა,  “ქართულ ოცნებაში”  ყურადრების გადატანის მცდელობა და აბსურდი უწოდეს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ “ევროპულ საქართველოსთან” მსგავსი თანამშრომლობა გამორიცხულია.

“საკონსტიტუციო უმრავლესობას არ სჭირდება გარიგება რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან, მითუმეტეს “ევროპულ საქართველოსთან”. შესაბამისად, მათი ეს მცდელობაა გადაფრონ მათ მიერ წამოწყებული არასახელმწიფოებრივი პროცესი მოჭარბებულ შეწყალებებთან დაკავშირებით,”- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დეპუტატი ასევე აცხადებს, რომ შესაძლოა, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ეს ბრალდება მოქმედი პრეზიდენტის საარჩევნო მიზნებს ემსახურებოდეს.

შეგახსენებთ, რომ 16 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პარლამენტში ევროპელები და ოცნება ახალ უმრავლესობას ქმნიან.

იტვირთბა....