ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გახარია: უსაფრთხოების გარეშე ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ვერ მოხდება

უსაფრთხოება არის ის მინიმალური მოთხოვნა, რომლის გარეშეც ვერანაირი ეკონომიკური განვითარება ვერ იქნება სწრაფი და მდგრადი, – განაცხადა შს მინისტრმა საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე.

“გვესმის, რომ საკმაოდ მწვავე გამოწვევების წინაშე მდგომ რეგიონში ვცხოვრობთ და ვმუშაობთ. ასევე კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორები, როგორიცაა ტურიზმი, ტრანზიტი, ენერგეტიკა პირდაპირ არის დაკავშირებული უსაფრთხოების თემებთან. დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა იქნება შინაარსობრივი, პრაქტიკული და შედეგის მომტანი ორივე მხარისთვის. ჩვენ დღეს მოგიყვებით იმ რეფორმებზე, რომელსაც შს სამინისტროში ვახორციელებთ და მზად ვართ, თქვენ მიერ დასმულ ყველა შეკითხვას, კავშირშია ის თუ არა თქვენს კონკრეტულ ბიზნესებთან ან ეკონომიკასთან, შეძლებისდაგვარად გავცეთ პასუხი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

იტვირთბა....