მმართველი გუნდის დეპუტატი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებასა” და “ევროპულ საქართველოს” შორის იმდენად განსხვავებული ღირებულებებია, პოლიტიკურ ძალებს შორის რაიმე გაერთიანება შეუძლებელია.
ფოფხაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ იცის, გიორგი აბაშიშვილს რა ინფორმაცია აქვს.
“პარლამენტში მსგავს ტენდენციებს ჯერ ვერ ვხედავ. პრეზიდენტის საწინააღმდეგო კამპანიას არავინ აწარმოებს. არ მგონია, რომ აქცენტი ამაზე ყოფილიყო. გუნდის შიგნით გარკვეული წესების ფორმირება ხდება. ყველაზე აქტუალურიც ესაა.”ქართულ ოცნებასა” და “ევროპულ საქართველოს” შორის იმდენად განსხვავებული ღირებულებითი ფასეულობებია, ასეთი ალიანსი ფაქტიურად შეუძლებელია”, – განაცხადა ფოფხაძე.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით „ევროპულმა საქართველომ“ და „ქართულმა ოცნებამ“ ახალი საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირება დაიწყეს და მათი მთავარი გამაერთიანებელი პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლაა.