ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ცნობილია მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების თარიღები

მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები 30 ივნისს და 7 ივლისს ჩატარდება. ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესში ცვლილებები 19 მარტს დაამტკიცა.

ცვლილებების მიხედვით, გაიზარდა საგამოცდო კომისიის წევრთა რაოდენობა 15-დან 20-მდე, ასევე გაჩნდა სპეციალური ქვეთავი, რომელიც უსაფრთხოებას გულისხმობს.

წინა თვეში დავის საგანი იყო ის თუ სად უნდა ჩატარებულიყო მოსამართლეთა გამოცდები.

ანა დოლიძე ამბობდა, რომ გამოცდები გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უნდა ჩაატაროს. ამ მოსაზრებას არ ეთანხმებოდა იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე. მისი მოსაზრებით, მართებული არ იქნება და ეს აღიქმება ისე, რომ მოსამართლეთა შერჩევა- დანიშვნის პროცესში ხელისუფლების სხვა შტოების მხრიდან ხდება ჩარევა.

კითხვაზე საგამოცდო ცენტრი როგორ უკავშირდება აღმასრულებელ ხელისუფლებას, საბჭოს მდივანი განმარტავდა, რომ კონკრეტულად naec.ge- ს ობიექტურიბასთან არანაირი პრეტენზია არ აქვს, თუმცა მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესის რაღაც ეტაპის გატანა სასამართლო სისტემიდან სწორი არ იქნება.

იტვირთბა....