თურქეთს სურს, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი. ამის შესახებ თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნატოს გენმდივანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ანკარას მოელის, როომ 11-12 ივლისს ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე ნატო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს, ალიანსის გაფართოების თვალსაზრისით. მინისტრის თქმით, ეს მოიცავს ალიანსის ასპირანტ ქვეყნებს, მათ შორის კი საქართველოს.
„ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ ნატოს ბრიუსელის სამიტის სამზადისი, რომელზეც ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება ალიანსის შემდგომი გაფართოება. თურქეთი იმედოვნებს, რომ ნატოს ლიდერები მიიღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ასპირანტი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ალიანსთან დაახლოებასთან დაკავშირებით. თურქეთი მხარს უჭერს მაკედონიის, ბოსნია და ჰერცოგოვინას და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას.