საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ბანკების ხელმძღვანელთა სამუშაო შეხვედრა უკვე დასრულდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ განაცხადა, რომ სამუშაო შეხვედრა ეხებოდა სასტარტო კაპიტალის პროგრამას და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც 2017 წელს იყო, საკმაოდ ჯანსაღი ზრდაა. სწორედ ამ ზრდის განვითარება უნდა გაგრძელდეს 2019-2019 წლებშიც. შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან დახურული იყო და ამიტომ მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ”,- აღნიშნა კიკნაველიძემ.