aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბაქრაძე და მოკლულის დედა 10 დღის წინ დაქორწინდნენ: 25 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის შვილები

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის შვილები აცხადებენ, რომ ბაქრაძის შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს თავად მოკლულის დედამ მიმართა. მათივე ინფორმაციით, 2015 წელს ბაქრაძემ იძალადა მეუღლეზე, თუმცა ნათია გოგაძეს კომუნიკაცია ყოფილ ქმართან ციხეში ყოფნის პერიოდშიც და იქიდან გამოსვლის შემდეგაც ჰქონდა.
„გახარებულმა მითხრა, რომ ნათიამ დამიწერა შეწყალების თხოვნაო, იქაც მაკითხავდა და ფულსაც მირიცხავდაო, მაგრამ თაკომ არ მინდა რომ გაიგოსო. ბოლოს რომ დაწერა იმ ადამიანმა ვის გამოც იჯდა მერე გამოუშვეს,“-ამბობს ლიკა ბაქრაძე.

ბრალდებულის შვილები აცხადებენ, რომ 10 დღის წინ ნათია გობაძემ და ვეფხია ბაქრაძე ოფიციალურად დაქორწინდნენ და ისინი ერთად ცხოვრებას გეგმავდნენ. ბრალდებულის შვილები აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია რა მოხდა მკვლელობის დღეს.

„მე რა შუაში ვარ. მე და თაკო ახლოს ვიყავით, იმის გამო რომ მე მკვლელის შვილი მეწოდება იქ ვერ უნდა ჩავიდე? როგორც გავიგე ერთად იყვნენ, ხელიც მოაწერეს იუსტიციის სახლში და ამას რატომ არ ამბობენ. როცა ფაქტი დევს. ერთად ცხოვრობდნენ“-ამბობს მარიამ ბაქრაძე.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ყელი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით გამოჭრეს. საზარელი მკვლელობა 13 აპრილს თბილისში, ბარნოვის 77 ნომერში, მოხდა. საცხოვრებელ სახლში მეზობლები ბავშვების განწირული ყვირილის შემდეგ შევიდნენ. მკვლელობის მთავარი მოწმეები მოკლულის 3 და 6 წლის შვილები არიან. სწორედ მათგან გახდა ცნობილი სავარაუდო მკვლელის ვეფხვია ბაქრაძის ვინაობა.

მკველობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე, რომელიც გარდაცვლილის დედის ყოფილი ქმარია, სოფელ თელეთში დააკავეს. მას ბრალი დაუმძიმდა.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალი გადაკვალიფიცირდა 11 პრიმა 109–ე მუხლად, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ვეფხვია ბაქრაძემ საპყრობილე უდოს კომისიის შეწყალების შემდეგ 2017 წლის მაისში დატოვა. ის საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

 

მოკლული 25 წლის გოგონას დედა ადასტურებს, რომ ყოფილი ქმრის შეწყალება თავად მოითხოვა

 

 

 

იტვირთბა....