ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

FBI-ს ყოფილი უფროსი: “ტრამპი ქალებს, როგორც “ხორცის ნაჭრებს” ისე აღიქვამს”

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პრეზიდენტობისთვის მორალურად შეუფერებელია – განაცხადა გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილმა ხელმძღვანელმა ჯეიმს კომიმ გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მისი თქმით, ტრამპი ქალებს, როგორც “ხორცის ნაჭრებს” ისე აღიქვამს. გადაყენების შემდეგ პირველი ვრცელი ინტერვიუ კომიმ ABC- ს მისცა.

მანამდე დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილ ხელმძღვანელს ინფორმაციის გამტანი და მატყუარა უწოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Twitter-ში დაწერა, რომ ჯეიმს კომიმ საიდუმლო ინფორმაცია გასცა, რის გამოც პასუხი უნდა აგოს.

დონალდ ტრამპი წერს, რომ კომიმ კონგრესის წინაშეც იცრუა. „ჩემთვის დიდი პატივი იყო ჯეიმს კომის გათავისუფლება“, – წერს დონალდ ტრამპი.

2017 წლის ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ ჯეიმს კომი თეთრ სახლში მუშაობის შესახებ წიგნს დაწერდა.
პრეზიდენტმა ტრამპმა ჯეიმს კომი თანამდებობიდან 2017 წლის 10 მაისს გადააყენა და განაცხადა, რომ ყოფილი ხელმძღვანელი ბიუროს ეფექტიანად მართვას ვერ ახერხებდა. ტრამპი აშშ-ის ისტორიაში მეორე პრეზიდენტია, ვინც FBI-ის უფროსი მოხსნა. 1993 წელს ბილ კლინტონმა ამ თანამდებობდან უილიამ სეშენსი გადააყენა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 8 ივნისს სენატში გამოსვლისას ჯეიმს კომიმ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოძიების ფედერალური ბიუროს მიმართ ცილისწამებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ FBI სამუშაოს შესაბამისად ვერ ასრულებს, ტყუილია. კომიმ სენატში განაცხადა, რომ პრეზიდენტი მას „კარგი მუშაობისთვის“ ხშირად აქებდა. FBI-ს ყოფილი უფროსი ფიქრობს, რომ მისი გადაყენებით ტრამპი შეეცადა მისი რუსეთთან კავშირების შესახებ გამოძიების მიმდინარეობაზე გავლენა მოეხდინა.

იტვირთბა....