ოჯახში ძალადობის ბრალდებით ახალციხის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv-ი ვრცელებს.
როგორც შსს–ში აცხადებენ, მას არასრულწლოვნების თანდასწრებით ცოლის ცემაში ედება ბრალი.
უწყებაში ამბობენ, რომ ი.ბ. ძმასთან ერთად არის დაკავებული. ორივე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როდესაც ქალბატონი ცემეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევა 9 აპრილს მოხდა. ორივეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 13 აპრილს შეეფარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.