ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: “შეგვეძლო ჩამოყრა, მიზანში გვყავდა სამოცივე”

ამერიკის გემებმა ახალი ტიპის მართვადი ფრთოსანი რაკეტებით მიიტანეს იერიში სირიის ავიაბაზა შაირათზე, აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, რუსეთის კოსმოსური ძალების გენერალ-მაიორი იგორ კონაშენკოვი. მისი თქმით, ჰომსში მდებარე ავიაბაზა შაირათის დაბომბისას, რომელზეც რუსეთის ჯარები არიან დისლოცირებულები, ამერიკელებმა გამოიყენეს ახალი მოდელის “ტომაჰავკის” ტიპის ფრთოსანი რაკეტები, რითაც აიხსნება რუსეთის საზენიტო სარაკეტო კომპლექსების С-300 და С-400 სისტემების მხრიდან რეაგირების არ ქონა.

საქმე იმაშია, რომ მათ ახალი რაკეტები ისროლეს, რომლებსაც ჩვენი სისტემების გარსმოვოლა შეუძლიათ. მათი რაკეტები მათივე მთავრობის მსგავსად ეშმაკურად მოქმედებენ — როცა დაინახავენ ჩვენს რაკეტებს, ისინი ისეთი მარშრუტით იწყებენ ფრენას, რომ ჩვენმა სისტემებმა ისინი ვერ გადაიჭირონ. მათ იციან, რომ ჩვენს სისტემებს მსოფლიოში ანალოგი არ აქვთ, მათ ერთდროულად 300 მიზნის მიდევნება და განადგურება შეუძლიათ, ამიტომაც ასე იქცევიან. რამდენიმე კვირით ადრე რომ გაეფრთხილებინათ რუსული მხარე, მოსალოდნელი იერიშის თაობაზე, აუცილებლად ჩამოვყრიდით. პრინციპში ახლაც შეგვეძლო ჩამოყრა, თუმცა სისტემის ლამპებმა დროულად გახურება ვერ მოასწრეს გასროლის განსახორციელებლად, თორემ მიზანზე გვყავდა სამოცივე. ეს უსამართლობაა.

შეგახსენებთ, 2015-2016 წლებში რუსეთმა სირიაში რამდენიმე დივიზონი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი გადაისროლა, რომლებსაც მათი თქმით სირიის ტერიტორია სრულად უნდა დაეცვათ უცხო ქვეყნების საჰაერო და სარაკეტო დარტყმებისგან.

telegra.ph

იტვირთბა....