ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თალაკვაძე: არსებული ვითარება უმრავლესობისთვის „სტრეს-ტესტია“, რომელსაც “ოცნება“ გაძლიერებისთვის გამოიყენებს

მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირება – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არსებული ვითარება უმრავლესობისთვის „სტრეს-ტესტია“, რომელსაც „ქართული ოცნება“ გაძლიერებისთვის გამოიყენებს:

თალაკვაძე ასევე, აცხადებს, რომ უმრავლესობაში უთანხმოება ქვეყნისთვის ერთ მნიშნელოვან სტრატეგიულ საკითხზეც არ არსებობს და ყველა მსგავს საკითხზე ერთიანი კონსოლიდირებული პოზიციაა.

„რაც შეეხება იმ საჯარო განცხადებებს, რომელიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში უმრავლესობის რამდენიმე წევრმა გააკეთა, რა თქმა უნდა, ამ საკითხებზე ჩვენ დაწყებული გვაქვს შიდა პარტიული კონსულტაციები. აღნიშნული საკითხები საზოგადოებისთვის ნამდვილად არ არის მნიშვნელოვანი და პარტიული კონსულტაციების გზით გადავჭრით უმოკლეს დროში. ეს არის სტრეს–ტესტი უმრავლესობისთვის, რომელსაც „ქართული ოცნების“ გაძლიერებისთვის გამოვიყენებთ“, – აცხადებს თალაკვაძე.

მისივე თქმით, გაკეთებულ განცხადებებზე დაწყებულია შიდა კონსულტაციები და ჩატარდება შიდა პარტიული კონსულტაცია.

„რაც შეეხება უმრავლესობის სხდომას, ვიმსჯელებთ რა საჭიროებები გვაქვს და რა შეიძლება შეიცვალოს ფრაქციების ან უმრავლესობის დებულებებში. ეს არის უახლოესი 10 დღის პერიოდის საკითხი“, – განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.

იტვირთბა....