დღეს დილით, შუა ხნის მამაკაცმა ოზურგეთში თვითმკვლელობა სცადა. შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ 58 წლის ბ.ტ-მ სანადირო თოფით დაზიანებები მიიყენა. ის მეზობლებმა დროულად აღმოაჩინეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. მედიკოსები ოზურგეთის საავადმყოფოში მას რამდენიმე საათის განმავლობაში ოპერაციას უკეთებდნენ. უწყების ინფორმაციით, დაჭრილის მდოგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.