“რადიო თავისუფლების” ცნობით, რუსეთში 32 წლის გამომძიებელი ჟურნალისტი მაქსიმ ბოროდინი დაიღუპა. ბოროდინი მეხუთე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად მიღებული ტრავმებისგან 15 აპრილს გარდაიცვალა.
შემთხვევა 12 აპრილს მოხდა. ჟურნალისტი სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა საავადმყოფოში, სადაც გონზემოუსვლელად 15 აპრილს გარდაიცვალა, საქმეს თვითმკვლელობის მუხლით იძიებენ.
პოლიციის განცხადებით, ბოროდინის სახლის კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი და არ არის არავითარი ნიშანი იმის, რომ ბინაში შეჭრას ცდილობდნენ.

