ახალი ამბები მთავარი სამართალი

არჩილ ტატუნაშვილის მამა პროკურატურაშია დაბარებული

ოკუპანტების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამა დღეს პროკურატურაშია დაბარებული.
გივი ტატუნაშვილს დაზარალებულის სტატუსი აქვს და დღეს ის საქმის მასალებს გაეცნობა. ტატუნაშვილის მამას, დღეს მცხეთის რაიონულ პროკურატურაში ელოდებიან.

შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი  რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს ცხინვალში და წამებით მოკლეს. ოკუპანტები 26 დღის განმავლობაში არ უგზავნიდნენ ცხედარს მოკლულის ოჯახს.

 

იტვირთბა....