ამხანაგური მატჩი ნიგერიელ სტუდნეტებსა და ადგილობრივებს შორის 12:12 ფრედ დასრულდა. მატჩის შემდეგ თბილისის მერმა ნიგერიელი სტუდენტები მწვადის საჭმელად მიიპატიჟა. ამის შესახებ ინფორმაციას on.ge აქვეყნებს.
გამოცემის თანახმად, მატჩში მონაწილეობას კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი იღებდნენ.
შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს, ბალიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე ქართველი და ნიგერიელი სტუდენტების დაპირისპირების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, რის საფუძველზე შსს-ში გამოძიება აღიძრა.
მოხდართან დაკავშირებით თბილისის მერი მხარეებს შორის ამხანაგური მატჩის ინიციატივით გამოვიდა.