aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გამოძალვისა და ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზესტაფონში წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი ორი პირი, ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები: 1980 წელს დაბადებული გ.გ. და 1982 წელს დაბადებული ბ.მ. გამოძალვისა და ძალადობის ბრალდებით დააკავა.

შსს-ს განცხადების თანახმად, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, გასულ წელს, დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ ერთ წევრთან, ამჟამად ქურდული სამყაროს წევრობისათვის ბრალდებულ – 1984 წელს დაბადებულ ნ.ქ.-სთან ერთად, ზესტაფონში ერთ-ერთი მოქალაქე ხელკეტით სცემეს. ისინი მოქალაქეს ქურდული გარჩევის გზით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და მუქარით, 15 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხას უკანონოდ სძალავდნენ.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, ნ.ქ. მიმდინარე წლის თებერვალში, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიება გამოძალვის და ძალადობის ფაქტებზე საქართველოს სსკ-ს 181-ე და126-ე მუხლებით მიმდინარეობს.  ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

იტვირთბა....