„სამხედრო ჩარევა აუცილებელი და გამართლებული იყო“ – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა სირიაში გახორციელებული ავაიდარტყმების შესახებ.
მისი განცხადებით, ის მხარს უჭერს ფაქტს, რომ აშშ-მ, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ეს პასუხიმგებლობა იკისრა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ფაქტს, რომ ჩვენმა ამერიკელმა, ბრიტანელმა და ფრანგმა მოკავშირეებმა საკუთარ თავზე ეს პასუხისმგებლობა აიღეს. სამხედრო ჩარევა აუცილებელი და გამართლებული იყო“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას აშშ-ს, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის კოალიციამ სირიაში ავიადარტყმები განახორციელა.