სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის განცხადებით, სირიაზე სარაკეტო თავდასხმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სირიელების სიმტკიცეს აძლიერებს. ამის შესახებ სირიის პრეზიდენტმა ირანის პრეზიდენტ ჰასან რუჰანისთან საუბრისას განაცხადა, რომლის შინაარსს სირიის პრეზიდენტის კანცელარია ავრცელებს.
„სირიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს აგრესია სირიელი ხალხის სიმტკიცის გაძლიერებამდე მიგვიყვანს, რათა გააგრძელონ ბრძოლა და დათრგუნოს ტერორიზმი სამშობლოს ყველა მტკაველზე“, – ნათქვამია გავცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას აშშ-ს, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის კოალიციამ სირიაში ავიადარტყმები განახორციელა.