სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ნაგვის ურნაში ჩვილის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას Imedinews.ge აქვეყნებს. იმავე მედიის ცნობით, გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი ადგილობრივებმა აღმოაჩინეს. ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება.
შემთხვევის შესახებ უწყებაში დეტალებზე არ საუბრობენ. მომხდარზე გამოძიება 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზარხ მკვლელობას გულისხმობს.