ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

კალაძე: “სამოქალაქო ინიციატივას ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს”

“სამოქალაქო ინიციატივას ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს და ვერ შეაჩერებს”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ამხანაგურ მატჩთან დაკავშირებით, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, 14 აპრილს იგეგმება.

“სამართლებრივი მხარე რაც არის, ის, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა მოხდა და ვინ იყო დამნაშავე… მაგრამ, სამოქალაქო ინიციატივას ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს და ვერ შეაჩერებს, რაც უნდა იზრუნონ იმ ადამიანებმა, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის განვითარებას, სარწმუნოებას, მამულს, ენას – ვერაფერი ამ ყველაფერს ვერ შეაჩერებს“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს, ბალიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე ქართველი და ნიგერიელი სტუდენტების დაპირისპირების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, რის საფუძველზე შსს-ში გამოძიება აღიძრა.

მოხდართან დაკავშირებით თბილისის მერი მხარეებს შორის ამხანაგური მატჩის ინიციატივით გამოვიდა.

იტვირთბა....