aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოგონა, რომელიც გუშინ მოკლეს, პოლიციას მამინაცვლის შემაკავებელ ორდერს თავად თხოვდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

შსს ბარნოვის 77-ში გუშინ მომხდარი მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, მამინაცვლის მიმართ შემაკავებელი ორდერის გაცემის თხოვნით მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე პოლიციაში დედას 25 წლის გოგო თან ახლდა.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო 13 აპრილს ვაკეში მომხდარ, 1993 წელს დაბადებული თ.გ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. უკვე დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლული თ.გ. და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ და ამ უკანასკნელის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება.

თ.გ.-მ პირადი საქმეების გამო, პოლიციის შენობა მარტომ, დედაზე ადრე დატოვა.

პოლიციაში მკვლელობის შესახებ შეტყობინება ორდერის გამოწერიდან მალევე შევიდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თ.გ. უკვე გარდაცვლილი დახვდათ“, – ნათქვამია შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში.

იტვირთბა....