„ასეთი მოქმედებები შედეგების გარეშე არ ჩაივლის“, – განაცხადა აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა სირიაში გავითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ელჩმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მისი განცხადებით, მთელი პასუხსიმგებლობა ვაშინგტონს, ლონდონს და პარიზს ეკისრება.
“ჩვენი ყველაზე ცუდი მოლოდინები გამართლდა. ჩვენი გაფრთხილება არ შეისმინეს. წინასწარ დაგეგმილი სცენარი ხორციელდება. ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ ასეთი მოქმედებები შედეგების გარეშე არ ჩაივლის. მთელი პასუხისმგებლობა ვაშინგტონს, ლონდონს და პარიზს ეკისრება. აშშ-ს, როგორც ყველაზე დიდი ქიმიური არსენალის მქონე ქვეყანას, უფლება არ აქვს დაადანაშაულოს სხვა ქვეყნები“, – აცხადებს აშშ-ში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი.