ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება თიანეთის მუნიციპალიტეტის ნაწილს დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეეზღუდება 529 აბონენტს სოფლებში თრანი, ტოლაანთსოფელი, წყაროთუბანი, გუდანელები, ხევსურთსოფელი და ღულელები.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

იტვირთბა....