ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის ზოგიერთ უბანს 16 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 16 აპრილს თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შეზღუდვა შეეხება დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, დიღმის მასივის III კვარტლის, რობაქიძის გამზირის და ბოხუას ქუჩის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის I კომპლექსის V კვარტლის, ჭიჭინაძის და ცისკარიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრის, ცაგარელის, ბურძგლას, შმიდტის, მიცკევიჩის, საირმის, ცინცაძის, ბოჭორიშვილის, შავგულიძის და ნუცუბიძის ქუჩების მცხოვრებლებს. ასევე, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ასათიანის და დელისის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ხეივნის და გორგასლის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკროაიონის, გლდანის მასივის IIIა, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, არბოს და ვარდისუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჟონეთის, კიკეთის, სათემოს, სომხეთის, ბეთანიის, განთიადის, დომინიკა ერისთავის, კვესეთის, კაიშაურის, ნიაბის, საინგილოს, გალავნის, ბზიფის, თეძამის, ახალუბნის, ფშავის, კვალეთის, რაზიკაშვილის, გუმბრის, გედევანიშვილის, რუისპირის, ნაქერალის, შაქრიანის, შილდის, მუჯირიშვილის, აბრამიშვილის, მრევლიშვილის და ოძისის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. მათი ინფორმაციით, აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.

იტვირთბა....