ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შაქარაშვილი: “ნაციონალური მოძრაობის” საქციელი ისეთივე აბსურდულია, როგორც ისლამური სახელმწიფოს ზრუნვა ადამიანის უფლებებზე”

Freedom House-ის ანგარიშის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მარიკა დათუკიშვილის განცხადებები ხმაურის მიზეზი  გახდა. დედაქალაქის საკრებულოს სხდომა ურთიერთბრალდებებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

როგორც სხდომაზე “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, ვახტანგ შაქარიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ისე გამოსდის, „ისლამურმა სახელმწიფომ“ ადამიანების უფლებების დაცვაზე რომ დაიწყოს მუშაობა.

ამის შემდეგ შაქარიშვილს საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ მიმართა.

„სასაცილო მდგომარეობაში იგდებთ თავს იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელმაც საქართველოში ჩატაევი შემოიყვანა და აქ აცხოვრებდა”, – აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.

ირაკლი ნადირაძის განცხადებას უმრავლესობის დეპუტატი ბექა დავითულიანი გამოეხმაურა.

„სენსიტიურ თემას შეეხე, ჩატაევს, შემოდი ჩემთან ოთახში და მოგიყვები, როგორ მოხვდა საქართველოში “, – მიმართა დავითულიანმა ნადირაძეს.

რაც შეეხება მარიკა დათუკიშვილის განცხადებებს, როგორც მან აღნიშნა, “ფრიდომ ჰაუსი” თვითმმართველობის მდგომარეობას საკმაოდ კრიტიკულად აფასებს. მისი თქმით, თვითმმართველობის სისუსტეზე მიუთითებს ისიც, რომ საკრებულოს ფრაქციების წინაშე ანგარიშვალდებული მერიის თანამდებობის პირები საკრებულოში ოპოზიციურ პარტიასთან არ მიდიან.

„ბატონო გიორგი, თქვენ საკრებულოს თავმჯდომარე ბრძანდებით და კი არ უნდა ხუმრობდეთ ყველაფერზე, უნდა უთხრათ მერიის მაღალჩინოსნებს, რომ მობრძანდნენ და გაგვცენ კითხვებზე პასუხი, ჩვენც ისეთივე არჩეული ვართ, როგორც თქვენ“, – მიმართა დათუკიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეს.

იტვირთბა....