ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოზურგეთის სახელმწიფო ანსამბლის გასტროლები რუსეთში და პოზიორობა რუსული ტექნიკის ფონზე

ოზურგეთის სახელმწიფო ანსამბლი “გურია” რამდენიმე დღეა რუსეთში გასტროლებზე იმყოფება.

“გურიის მოამბის” ინფორმაციით, ანსამბლის წევრების ქ. სანქტ-პეტერბურგში გასტროლი  ბიზნესმენი ძმების, ჩხაიძეების დაფინანსებით შედგა.

ფოტოები, სადაც ანსამბლის წევრები  რუსულ ტექნიკასთან პოზიორობენ სოციალურ ქსელში აიტვირთა და საზოგადოების მხრიდან წამოსული უარყოფითი შეფასებების შემდეგ, სწრაფადვე წაიშალა.

გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს, სადაც მოცეკვავეები რუსული ტექნიკისა და ტანკების  ფონზე პოზიორობენ. ფოტოები იმ დღეებშია გადაღებული, როდესაც საქრთველოში 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშებიც კი დაშვებული იყო.

ანსამბლი “გურია” აწ გარდაცვლილმა ჯუმბერ დუნდუამ დაარსა, რომელსაც ახლა მისი ოჯახი ხელმძღვანელობს, მათ შორის მისი შვილი,  ოზურგეთის ყოფილი ვიცე მერი კობა დუნდუა.

იტვირთბა....