მე გამოხატვის თავისუფლების მომხრე ვარ. თუმცა, თუ გამოხატვის წყარო სახელმწიფო ტელევიზიაა და ეს პროპაგანდის საშუალებაა, მე პროპაგანდის საშუალების ნაწილში შეზღუდვის წინააღმდეგი არ ვიქნებოდი, – აცხადებს “მეტრონომთან” საუბრისას ქუცნაშვილი.
“მე გამოხატვის თავისუფლების მომხრე ვარ. თუმცა, თუ გამოხატვის წყარო სახელმწიფო ტელევიზიაა და ეს პროპაგანდის საშუალებაა, მე პროპაგანდის საშუალების ნაწილში შეზღუდვის წინააღმდეგი არ ვიქნებოდი. თუმცა, თავისუფალი ტელევიზიის თავისუფალი ინფორმაციის გავრცელების ნაწილში, ეთნიკურ ნიშანს არ გამოვიყენებდი. რუსული იქნება ეს თუ გერმანული, ინფორმაცია თავისუფლად უნდა გავრცელდეს. თუ ეს არ არის პროპაგანდის და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ინფორმაცია.
მედიაში არის თავისუფალი და კერძო მედიასაშუალება. კერძოს არ შევზღუდავდი, მაგრამ სახელმწიფო მედიასაშუალება, რომელიც მხოლოდ პროპაგანდას ეწევა, მას შევზღუდავდი. მედიის დაყოფა ეთნიკური ნიშნით რუსული იქნება, გერმანული თუ ინგლისური, ზოგადად, მე ეს სწორად არ მიმაჩნია”, – წერს ქუცნაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ქართულ მედიაბაზარზე გაზპრომ მედიის შვილობილი NTV-PLUS შემოდის. ამის შესახებ ინფორმაციას ჰოლდინგში შემავალი NTV-PLUS თავის ვებგვერდზე ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, NTV-PLUS-ის პარტნიორი საქართველოში რეგისტრირებული კომპანია შპს „მედია ჯგუფი“ იქნება, რომლის წილებს დავით ნაკაშიძე და გულნარა ხეჩოშვილი ფლობენ.