ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება სამართალი

თვითმფრინავის მგზავრი: “წინ მდგომები ამბობდნენ, ადგილზე გათავდაო, უკან მდგომები არ უჯერებდნენ”

Gepostet von Tamar A Mirianashvili am Freitag, 13. April 2018

სტამბული-თბილისის რეისზე გარდაცვლილი კაცის შემთხვევაზე თვითმფრინავში მყოფი მგზავრი სოციალურ ქსელში წერს.

თვითმხლილველი თამარა მირიანაშვილის თქმით, სასწრაფოს გამოძახებული ეკიპაჟი მოვიდა დაახლოებით 30-40 წუთის შემდეგ.

“პეგასუსის დღევანდელ რეისზე, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, მეც ვიყავი.

მივყვები შეძლებისდაგვარად ქრონოლოგიურად:

ჩასხდომა გვიან დაიწყო, დაახლოებით დილის 04:10 წუთზე. შესაბამისად დააგვიანა აფრენამ და საკმაოდ დიდხანს ვისხედით თვითმფრინავში, ვენტილაცია მუშაობდა, თუმცა სუნთქვა ჭირდა. 
აფრენის დროც გადაიწია, ნაცვლად 04:30, თვითმფინავი დაიძრა 04:50-ზე.
როგორც კი ოდნავ გავცდით აეროპორტის შენობას, რასაკვირველია ჯერ ისევ ბორბლებზე ვართ, ვიღაცამ იყვირა რომ ადამიანი ცუდად გახდაო და რამდენიმე ქალმა ისტერიულად, ერთმანეთის მიყოლებით იკივლა, ექიმი ხომ არ არის ბორტზეო? არავინ იყო.

სტიუარდესები პანიკური სახეებით ფოჩიალობდნენ, ჟანგბადის ბალონის მომართვა სცადეს, მომენტალურად გადაწყდა უკან დაბრუნების საკითხი და თვითმფრინავი საწყისს ლოკაციას დაუბრუნდა.
რამდენიმე წუთში ამოვიდა პატრული, სავარაუდოდ ის, რომელიც აეროპორტში პატრულირებს.
დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ მოვიდა ლოკალური სამედიცინო პერსონალი, ცდილობდა პირველადი დახმარების აღმოჩენას.

პარალელურად ვიღაც ქალი, მოშორებით ყვიროდა ნარკანი უშველის მაგასო, იმეორებდა გაუთავებლად , როგორ არავის აქვს, მომხმარებელი მაინც არავინ არ არის ბორტზეო.
სასწრაფოს გამოძახებული ეკიპაჟი მოვიდა დაახლოებით 30-40 წუთის შემდეგ.

შემდეგ დააფიქსირეს გარდაცვალების ფაქტი და ინციდიდენტიდან მოშორებით, თვითმფრინავის უკანა ნაწილში მყოფი ხალხი აბუნტდა, თქვენ მოკალითო.

ინციდენტთან უფრო ახლოს მყოფები, წინა რიგები ამბობდნენ ადგილზე გათავდაო, მოწყდაო, უკანები არ უჯერებდნენ, იყო წიოკი, ზოგი პროტესტის ნიშნად ჩავიდა ქვემოთ, არ დაიძრას თვითმფრინავიო, გარდაცვლილის გვერდით მსხდომები ჩაიყვანეს დაკითხვაზე.

პარალელურად ვიღაც კაცი დარბოდა გადარეული ბავშვი მიკვდება, საოპერაციოდ მიმყავსო. ვერ წყნარდებოდა ხალხი და მერე კაი ბავშვის პონტში, ავფრინდეთო.

შემდეგ ვიღაც უცხოელმა ძალიან მშვიდად სთხოვა დავწყნარდეთო და რა დავწყნარდეთო ძააან ნოიზი არ ვართ აქ, ქრეიზები ვართო, დიდგორი მოუწყვეს კინაღამ. ერთმანეთს დაერივნენ.
ბოლოს ჩაასვენეს მიცვალებული ბორტიდან და გავფრინდით.

ასე იყო ჩემი თვალით დანახული და გაგონილი ეს ამბავი”, – წერს მირიანაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საერთშორისო აეროპორტში თბილისი-სტამბოლის რეისზე 1989 წელს დაბადებული კაცი გარდაიცვალა.

როგორ “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კაცს, სავარაუდოდ, გულის შეტევა დაემართ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....