ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჭიჭინაძეს მდინარაძის და კობახიძის თანამდებობაზე დანიშვნა არ გადაუწყვეტია, ამიტომ ვერც გადააყენებს”

“ქართული ოცნების” წევრი სოფო კილაძე ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე ან მამუკა მდინარაძე თანამდებობაზე დავით ჭიჭინაძეს არ დაუნიშნავს, შესაბამისად ვერ გადაწყვეტს მათ გადაყენებას. ასე უპასუხა მმართველი პარტიის წევრმა მისვე თანაგუნდელ ჭიჭინაძეს რომელიც არ გამორიცხავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს.

„ბატონ ჭიჭინაძეს არ გადაუწყვეტია არც ბატონი ირაკლის და არც ბატონი მამუკას იმ ადგილზე ყოფნა, სადაც ისინი არიან და შესაბამისად, ვერც ბატონი ჭიჭინაძე ვერ გადაწყვეტს მათ გადაყენებას ამ ადგილიდან,“ – განაცხადა კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის წევრი დავით ჭიჭინაძე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას ითხოვს.

იტვირთბა....