Image Satellite Internacional-ის სატელიტით გადაღებული ფოტო ადასტურებს, რომ რუსეთის სამხედრო ხომალდებმა სირიის ქალაქ ტარტუსის პორტი დატოვეს.
Image Satellite Internacional-მა ორი ფოტო წარმოადგინა. ერთზე ჩანს, რომ პორტში შვიდი რუსული გემია განლაგებულია, ხოლო მეორე სურათში – არცერთი, მხოლოდ ერთი წყალქვეშა ნავი.

