ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ივანიშვილმა კვირიკაშვილს გვახარიას დანიშვნით ხელები ხოლო ბახტაძის დანიშვნით ფეხები შეუკრა”

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე „მეტრონომთან“ ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის ბანკებთან დაკავშირებულ განცხადებას აფასებს. მისი თქმით, ბახტაძეს და ხელისუფლებას ეს განცხადება უკან ცუდად დაუბრუნდება. გოცირიძე ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული საბანკო მონსტრის სისტემა ამხელისუფლების შექმნილია და ახლა მიხვდნენ, რომ დიდი შეცდომა დაუშვეს.

დეპუტატი ფიქრობს, რომ ხელისუფლებისგან ახალ თითებზე კბენა საკმაოდ გვიანია, რადგანაც საბანკო სისტემას ქვეყანაში 5 ბანკი ფლობს. ამიტომ ის სურათი რაც დღეს შექმნილია მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ბრალია, რადგანაც ბანკებს მან სასათბურე პირობები შეუქმნა და მთელი საბიუჯეტო ნაშთები კომერციულ ბანკებში დეპოზიტების სახით ინახება და რეალურად საკრედიტო რესურსებს პრობლემებს უქმნის.

„გამოდის, რომ ქვეყანაში საბანკო სისტემა დახურულია, რომელსაც მრავალი უარყოფითი მხარე მოჰყვება. ამას კი ყველაზე ძვირი სესხები მოსდევს და ბანკები მოსახლეობის ხარჯზე მდიდრდებიან. ამ ყველაფერმა კი ქვეყნის ეკონომიკას პრობლემა შეუქმნა და ამ შედეგამდე მივედით. მთავრობას ორი კურდღლის დაჭერა უნდოდა, ერთით, რომ ბანკების კრიტიკით ხალხისთვის ესიამოვნებინათ და მეორე ვითომ ხალხს იაფ ფულს მისცემენ და ასე დაეხმარებიან.

ესეც მორიგი უაზრო ფულის ფლანგვაა. სოფლის მეურნეობაში მილიარდზე მეტი დაიხარჯა და სოფლის მეურნეობა კი არ განვითარდა ერთ ადგილზეა გაჩერებული. რეალურად ბიუჯეტიდან ფულის ფლანგვის გამართლება ამ ხერხით უნდათ. არადა სინამდვილეში მათ ეს ყველაფერი ახლობლებს და ნათესავებს მოახმარეს. ყველაფერი ეს პოპულისტური საარჩევნო ხრიკია. რა თქმა უნდა, რომ ბახტაძემ ეს განცხადება ივანიშვილის დავალებით გააკეთა. ივანიშვილმა კვირიკაშვილს ხელ-ფეხი შეუკრა. გახარიას დანიშვნით ჯერ ხელები შეუკრა, ხოლო ფეხები ბახტაძის დანიშვნის შემდეგ. პრემიერს ივანიშვილმა ყველა დანიშნული მინისტრი მოუხსნა“,-აცხადებს „მეტრონომთან“ გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ რეალური სექტორისა და, ზოგადად, საქართველოს ეკონომიკისადმი ბანკების ნეგატიური დამოკიდებულება ბოლოს და ბოლოს მთავრობამაც დაადასტურა. ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პირდაპირ დაადანაშაულა საბანკო სისტემა ეკონომიკის დამუხრუჭებაში. ეს პირველი შემთხვევაა, როცა საფინანსო სექტორმა მთავრობისგან მწვავე დარტყმა იგემა. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ ეკონომიკაზე ბანკების გავლენა შემცირდება, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი იქნება.

იტვირთბა....