“თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარის კახა კუკავას განცხადებით, მისი პარტია ლიბერალური ღირებულების მქონე საპრეზიდენტო კანდიდატს მხარს არ დაუჭერს.
როგორც “მეტრონომს” კუკავამ განუცხადა, ამჟამად მიმდინარეობს ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაცია და თვის ბოლოს საბოლოოდ დაასახელებენ საერთო საპრეზიდენტო კანდიდატურას.
“ჩვენთან ოპოზიციის საერთო საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის პროცესში ჩავერთვებით. თუმცა, ლიბერასტულ ოპოზიციასთან და “ნაციონალური” მოძრაობის ნარჩენებთან არ ვითანამშრომლებთ.
რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს – მას საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს არ დავუჭერთ. მარგველაშვილმა დააგვიანა. მან ვერ დაიცვა წონასწორობა, რაც იყო ძალიან მნიშნელოვანი. ის თავის თავს აფიქსირებს, როგორც ლიბერალური საზოგადოების წარმომადგენელი და მან არაერთხელ გაუკეთა ტრადიციულ ღირებულელებს იგნორირება. ამიტომ, ლიბერალებმა დააყენონ მარგველაშვილი კანდიდატად”, – აცხადებს კუკავა.