თურქული გამოცემა Hurriyet-ის ინფორმაციით, ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის, გაიოზ გიორხელიძის მკვლელობის საქმეზე თურქეთის პოლიციამ 6 ადამიანი დააკავა. გამოცემა წერს, რომ ასევე დაკავებულია შეიარაღებული თავდასხმის დროს გაიოზ გიორხელიძესთან მყოფი გიგა პეტრიაშვილი. დაკავებულებს შორის საქართველოს, რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეები არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, გაიოზ გიორხელიძესა და გიგა პეტრიაშვილს თავს ნიღბიანი ადამიანები დაესხნენ. სროლის შედეგად გიორხელიძემ სასიკვდილო ჭრილობები მიიღო, გიგა პეტრიაშივილი კი ფეხში დაიჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
თურქული მედია გიორხელიძეს ქემერის პროვინციის მაფიის ლიდერად მოიხსეინიებს. Hurriyet-ი წერს, რომ გაიოზ გიორხელიძე რუსეთში „გია კუტაისკის“ სახელით იყო ცნობილი და კრიმინალურ ჯგუფს როსტოვის რეგიონში ხელმძღვანელობდა.