ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მდინარაძე: “მართველი გუნდი საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწას ნამდვილად აპირებს”

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწას ნამდვილად აპირებს. მისი თქმით, ბიუჯეტიდან 20 პარტია ფინანსდება და საქართველოს მოსახლეობის 99,9% ვერ ჩამოთვლის მათგან ხუთსაც კი. შესაბამისად, მდინარაძე ფიქრობს, რომ ეს უნდა გამოსწორდეს.

“საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, სადაც თავისუფლად შეიძლება საუბარი იმაზე, რომ ოპოზიციას ყველანაირი საშუალება აქვს იმისათვის, რომ ამომრჩევლის წინაშე წარდგეს. მათ შორის ფინანსურ რესურსებზეა საუბარი. უნდა დაფინანსდეს პარტიები, რომლებიც რეალურად არსებობენ და არამხოლოდ ისინი, რომელთა შემადგენლობაშიც არის 2 კაცი და ისინი ასეულობით ათასობით ლარს იღებენ თვეების განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ამის გარეალურება არ მგონია კრიტიკის საგანი უნდა გახდეს”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ოპოზიციის მტკიცებით, კონფიდენციალური ინფორმაცია მიიღეს, რომ მმართველი გუნდი საარჩევნო ბლოკების დაფინანსების პრინციპს საგაზაფხულო სესიაზე შეცვლის. ოპოზიციის თქმით, “ქართული ოცნების” მიერ მომზადებული პროექტით, საარჩევნო ბლოკებში შემავალი ყველა პარტია დაფინანსებას ვეღარ მიიღებს და მხოლოდ ბლოკის პირველი ნომერი დაფინანსდება.

იტვირთბა....