ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემიერი დეპუტატებს მოუწოდებს მისი სახელით განცხადებებს ნუ გააკეთებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, “ქართულ ოცნებაში” არანაირი დაჯგუფებები არ არსებობს.  კვირიკაშვილი იმ დეპუტატებს რომლებიც  მისი სახელით განცხადებებს აკეთებენ, თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

„რეალობიდან გამომდინარე და დემოკრატიის სრულიად სხვა ხარისხიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია მოლოდინები ძველი ტიპის უმრავლესობის თაობაზე არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, მოძველებული და იმ რეალობაში სადაც ჩვენ ვიმყოფებით, რა თქმა უნდა, იქნება აზრთა სხვადასხვაობებიც. კატეგორიულად გამოვრიცხავ დაშლას უმრავლესობის.

ეს არის პროცესი, რომელიც ნუ სასურველია ზოგიერთ შემთხვევაში არ გამოვიდეს ხოლმე გარეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ,რომ არანაირი ჩემი დაჯგუფება თუ სხვისი დაჯგუფება პარლამენტში არ არსებობს. მათ შორის იმ ადამიანებსაც მინდა ვუთხრა, რომლებიც ჩემი სახელით აპელირებენ საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირებისას, რომ ნუ გააკეთებენ ამას. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ერთიანობა არ არის მარტო “ქართული ოცნებისთვის” მნიშვნელოვანი, ეს სტაბილურობა არის უდიდესი მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლების,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გედევან ფოფხაძემ უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც მისმა თანაგუნდელებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძე აირჩიეს. რასაც გუნდში დეპუტატების ნაწილის დაპირისპირება და ურთიერთ ბრალდებები გამოიწვია.

 

იტვირთბა....