პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე კონულტაციები აქტიურად მიმდინარეობს და ყველა შესაბამის მხარესთან სამუშაო შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტი მომავალ კვირას გამართავს.
“რაც შეეხება შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ აქ აღარ არის საუბარი შრომის უსაფრთხოების და შრომითი უფლებების თემატიკაზე, აქ საუბარია ადამიანების სიცოცხლეზე და ამ საკითხებს სჭირდებათ ძალიან სერიოზული რეაგირება. ამ დღეების განმავლობაში მე მქონდა კონსულტაციები არაერთ მხარესთან, რომელიც ამ პროცესებს თვალყურს ადევნებს და რომლებიც აქტიურად მუშაობენ შრომის უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებზე. ეს კონსულტაციები მიმდინარეობს და მომავალ კვირას საქართველოს პრეზიდენტს ექნება სამუშაო შეხვედრები ყველა შესაბამის მხარესთან”,- თქვა ნაცვლიშვილმა.