დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოში რუსული პროპაგანდის გაძლიერებაზე ილაპარაკა. სოზარ სუბარის განცხადებით, ყველაზე დიდი პრორუსული ძალა, რაც „ბოლშევიკური პარტიის“ შემდეგ საქართველოში ყოფილა, “ნაციონალური მოძრაობაა“ თავისი განაყოფებით.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ზოგადად, პრორუსულ ძალებთან თუ ფონდებთან დაკავშირებით საკმაოდ მკაცრი რეგულაციები უნდა არსებობდეს.
“მოსაზრებას, რომ პრორუსულ ძალებთან თუ ფონდებთან დაკავშირებით საკმაოდ მკაცრი რეგულაციები უნდა არსებობდეს, ვეთანხმები. თუმცა თუ ჩემი პირადი, სუბიექტური მოსაზრება გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ყველაზე დიდი პრორუსული ძალა, რაც საქართველოში ყოფილა ბოლშვიკური პარტიის შემდეგ, არის „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ყველა განაყოფით, რომელმაც მისცა რუსეთს საშუალება განეხორციელებინა აგრესია და ეღიარებინა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ვითომ დამოუკიდებლობა“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.