დაველოდებით შეხვედრას და იმედია, ყველაფერი უკეთესობისკენ წავა, – აცხადებს “მეტრონომთან” საუბრისას საპარლამენტო უმავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების კომენტირებისას.
“ყველაფერი შეხვედრებზე დალაგდება. წინაპირობები იქნება და არა 1 და 2 კაცისთვის, არამედ ყვყელასთვის. მგონია, რომ ყველაფერი რიგზე იქნება. ბუნებრივია, მას დასაყრდენიც ეყოლება. დაველოდებით შეხვედრას და იმედია, ყველაფერი უკეთესობისკენ წავა. უნდა გამოიკვეთოს საერთოს მიზანი და ამ მიზანში ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა უნდა იგულისხმებოდეს”, – აცხადებს ქანთრია.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ რიგებში დისციპლინის გამკაცრებას გეგმავს.
კობახიძე აცხადებს, რომ ყავს კონკრეტული ჯგუფი, რომელიც მისი უშუალო საყრდენია.
„პირობები გვექნება, როდესაც ჩვენ განვაახლებთ მსჯელობას ამ ადამიანებთან, ასეთი პირობების საფუძველზე, ჩვენ მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ თანამშრომლობა. თუ დეპუტატი პირობებზე არ მოდის, მაშინ შესაბამისი პროცესები გაგრძელდება. იმისთვის, რომ დისციპლინა იყოს დაცული, საჭიროა დაუწერელი და დაწერილი წესების არსებობა.
ნამდვილად არსებობს კონკრეტული ჯგუფი, რომელიც არის ჩემი უშუალო საყრდენი, ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მოადგილეები, უმრავლესობის ლიდერი, ფრაქციის თავმჯდომარე. ჩვენ არ გვჭირდება გავლენები არაფრისთვის, სუბიექტური ინტერესებისთვის. მადლობა ღმერთს, ეს დრო წარსულს ჩაბარდა,“- აღნიშნა კობახიძემ.