“ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე მარშის დაკავებული წევრების გათავისუფლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში სასიკვდილო შიმშილობით იმუქრება.
“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ბრეგაძე პოლიტიკურ დევნაში ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს, მათ შორის დეპუტატებს – ვანო ზარდიაშვილს და მამუკა მდინარაძეს ადანაშაულებს.
“30 აპრილს დაკავებული შვიდივე პირი გლდანის ციხეში დაიწყებენ შიმშილობას, ხოლო მათ სოლიდარობას ასევე შიმშილობის აქციით გამოუცხადებენ მთავრობის კანცელარიასთან, შსს-თან და პროკურატურასთან. ეს იქნება სასიკვდილო აქცია, ისევე როგორც თავის დროზე გამართეს ირლანდიელმა პატრიოტებმა და რომელმაც ათი მათგანის სიცოცხლე შეიწირა”- აცხადებს სანდრო ბრეგაძე.