ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

ევროკავშირის საბჭომ საქართველოს 45 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება გამოუყო

საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილება, ევროკავშირმა ეკონომიკური სტაბილურობის მხარდასაჭერად მიიღო.

ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

„ევროკავშირის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს 45 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება გამოეყოს. აღნიშნული საქართველოს დაეხმარება ფინანსური საჭიროებების დაფარვაში, ეკონომიკური სტაბილიზაციის და სტრუქტურული რეფორმების პროგრამის უზრუნველყოფაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკომისია საქართველოსთვის აღნიშნული დახმარების გაწევის ინიციატივით გასული წლის სექტემბერში გამოვიდა.

იტვირთბა....