ახალი ამბები

გურჯაანში მოკლული კაცის დედა შემთხვევის დეტალებს იხსენებს

გურჯაანის რაიონის, სოფელ კალაურში მოკლული კაცის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ოჯახში დაყაჩაღების მიზნით შეჭრილმა ნიღბიანებმა მოკლეს. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

“ღამე იყო, როდესაც ნიღბიანები მოვიდნენ, ფულს მთხოვდნენ, მემუქრებოდნენ. მათ ჩემი შვილი სხვა ოთახში გაიყვანეს, სადაც, როგორც შემდეგ გავიგე, მოკლეს. თავის არეში აქვს დაზიანებები. სახლში ფული გვქონდა, რომლითაც ტრაქტორი უნდა გვეყიდა და ის ფული აღარ არის“, – განაცხადა გარდაცვლილის დედამ ანა ქევხიშვილმა.

ოჯახიდან წაღებულია 20 ათასი ლარი, რომელიც ტრაქტორის შესაძენად იყო განკუთვნილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იტვირთბა....