ნატოს გენერალური მდივანი, რუსეთის მიმართ გადამწყვეტი ქმედებების მომხრეა. განცხადება იენს სტოლტენბერგმა გერმანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
მისი თქმით, რუსეთი ბირთვული არსენალის მოდერნიზებას ახდენს, მის გამოსაყენებლად კი ფსიქოლოგიური ბარიერი სულ უფრო მცირდება, ამიტომ სტოლტენბერგის აზრით, მოსკოვმა უნდა იცოდეს, რომ მისი ქმედებები რეაგირების გარეშე არ დარჩება.
ნატოს გენერალური მდივნის თქმითვე, რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც უკრაინას დაესხა თავს, ჯარი გამოიყენა მოლდოვასა და საქართველოში და ასევე ბაშარ ასადის რეჟიმს უჭერს მხარს. სტოლტენბერგი ირწმუნება, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მანამდე არ გაუქმდება, სანამ რუსეთი საკუთარ პოლიტიკას არ შეცვლის.