რუსეთის პრეზიდენტსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბრის მთავარი თემა, სირიაში შექმნილი ვითარება გახდა.
ვლადიმერ პუტინმა კოლეგას მოუწოდა, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ქვეყანაში ვითარების კიდევ უფრო გამწვავებას გამოიწვევს. ინფორმაციას კრემლის პრეს-სამახური ავრცელებს.
ბენიამინ ნეთანიაჰუს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერმა რუსეთს პრეზიდენტს აცნობა, რომ ისრაელი სირიაში ირანის სამხედრო ძალების განთავსებას არ დაუშვებს.
სატელეფონო საუბარი შედგა დონალდ ტრამპსა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანს, რა დროსაც საუბრის თემა ასევე სირიაში შექმნილი ვითარება იყო.