ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გვარამია “ოცნებას”: “ისე არ წახვიდეთ, რომ შემდეგ ხელისუფლებას თქვენგან ყოველი მეორე დააჭერინოთ”

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი საპარლამენტო უმრავლესობაში არსებულ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ჯობს ღირსეულ წასვლაზე იფიქრონ.

“უნდა ვაღიაროთ: “ქართული ოცნების” დასასრულს ძალიან მაღალი ტემპი აქვს აკრეფილი. ეს არაა უბრალოდ კრიზისი, პოლიტიკური ციკლის დაღმართია და დაღმართზე დაწყებულ დაშვებას აღარაფერი შევლის და ვეღარაფერი აჩერებს. გამართლება რომ გამართლებაა, თითქოს ლოგიკას მოკლებული და შემთხვევითი გარემოებების წყება, ეგეც აღარ გწყალობთ და არც ეგ შემობრუნდება უკან.

მოკლედ, ტყუილად არ იწვალოთ და მეტნაკლებად ღირსეულ წასვლაზე იფიქრეთ. ერთხელ მაინც იზრუნეთ ქვეყანაზე და ისე ნუ წახვალთ, რომ კიდევ ერთხელ ზიანი მიადგეს ქვეყანას, ნურც ისე, რომ ამ ქვეყანაში აღარ დაგედგომებოდეთ, ნურც ისე, რომ შემდეგ ხელისუფლებას უმძიმესი შეცდომა დააშვებინოთ და თქვენგან ყოველი მეორე დააჭერინოთ.

წასვლით რომ წახვალთ, ამას წყალი აღარ გაუვა, შემდგარი ფაქტია”, – წერს გვარამია.

იტვირთბა....