საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ბაქოდან დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ იცის დატოვებს თუ არა უმრავლესობას.
“ედიის საშუალებით კომუნიკაციის ეს ფორმა უნდა დასრულდეს. მე არ მინდა ეს შეთანხმება დავარღვიო. ვერ გეტყვით, რომ პრემიერმინისტრის თხოვნა ჩემთვის სულერთია, თუმცა ყველა საკითხი შეხვედრის ფორმატში უნდა გადაწყდეს. პასუხისმგებლობის დაკისრებას რაც შეეხება, ჩვენ დეპუტატები ვართ და არა სკოლის მოსწავლეები” – თქვა გედევან ფოფხაძემ.
გედევან ფოფხაძემ უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც მისმა თანაგუნდელებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძე აირჩიეს.