ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ამირან სალუქვაძე: “გამოვრიცხავ მესამე მსოფლიო ომის დაწყებას”

ექსპერტი სამხედრო საკითხებში ამირან სალუქვაძე “მეტრონომთან” საუბარში დონალდ ტრამპის განცხადებას აფასებს და აცხადებს, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გამორიცხულია.

“სირიის ომში უამრავი სახელმწიფოა ჩაბმული. თუმცა, მსოფლიო ომის დაწყებას გამოვრიცხავ. რუსეთსა და ამერიკას შორის უშუალო სამხედრო დაპირისპირება წარმოუდგენელია. განცხადებები კეთდება, რომ ჩამოვაგდებთ რაკეტებს და ა.შ. მსგავსი საუბარი ჩვეულებრივი მოვლენაა. დარწმუნებული ვარ , არსებობს კომუნიკაცია, ყველა ცდილობს თავის ინიტერესების გატარრებასა და სახის შენარჩუნებას.

ფაქტობრივად, ეს არის ომი სხვისი ხელებით. თუ რუსეთი იძულებული იქნება, რომ სირიაში დაკარგული პოზიციები სხვაგან აინაზღაუროს, დასავლეთმა უკონტროლო მოქმედების საშუალება არ უნდა მისცეს. ეს მომენტია ჩვენთვის საშიში”, – აცხადებს სალუქვაძე.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ სირიაში მშვენიერ და ჭკვიან რაკეტებს გაუშვის, ხოლო რუსეთში ლიბანის ელჩმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ყველა რაკეტას ჩამოაგდებს.

იტვირთბა....